თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №1
2011 წლის 20 იანვარი
ქ. ბათუმი
„ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის № 26 დადგენილებაში (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №46 , 03 .11 .2010, გვ. 105-115 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების 1-ლი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| „ა) | ავტობუსის (მიკროავტობუსის) ხნოვანება: | |
| ა.ა) | 5 წლამდე | 10 |
| ა.ბ) | 5-დან 10 წლამდე | 7 |
| ა.გ) | 10-დან 1 5 წლამდე | 4 |
| ა.დ) | 1 5 წელზე მეტი | 1. “ . |
ბ) მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების 1-ლი პუნქტის „ბ.ა) “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| „ ბ .ა) | კონდიციონერით | 2. “ . |
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 20 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე გ . კირთაძე