„მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-01-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-01
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.153.016033
„მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2011 წლის 21 იანვარი

ქ. მცხეთა

,,მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტისა, და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის (№01, 04.01.11 წ.) მომართვის საფუძველზე,

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 დეკემბრის №55 დადგენილებაში, კერძოდ:

1. შეიცვალოს დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,სამსახური წარმოადგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლი.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                                ა. კალანდაძე

 

 

 

 

 

        

კრებსითი — სრული ვერსია