საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №16
2011 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
„მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 მაისის №102 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 მაისის №102 ბრძანებით (სსმ III, 29.05.2009, №65, მუხ. 727) დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე (გარდა საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავებისა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის (შემდგომში – იუსტიციის სამინისტრო) მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის პროცედურას და ვადებს.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი