ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2011 წლის 18 იანვარი
ქ. ახალქალაქი
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №116 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №116 დადგენილებაში (სსმ V, №53, 18.11.2010 წ.) შეტანილი შემდეგი ცვლილებები და დადგენილების №1 დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი და მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საკრებულოს მიერ.
სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე”.
„5. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით”.
2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ჰ. მოვსესიანი