საქართველოს ორგანული კანონი
“სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. ,,სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, ივნისი, №13, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ორგანული კანონი ,,სახალხო დამცველის შესახებ”.
2. 21-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტიდან, 22-ე მუხლის მე-2 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა ,,ყოველწლიურ”, ხოლო 22-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებიდან – სიტყვა ,,ყოველწლიური”.
3. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ექვს თვეში ერთხელ, კალენდარული წლის მარტსა და ოქტომბერში”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 23 ივნისი.
№2146ა–IIს