"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-01-13
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-18
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016182
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №22

2011 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქ­ნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლე­ვან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ­ნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №103, მუხლი 1546) და ამ დადგენილებით დამტკიცე­ბული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

     „მუხლი 5

1. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, ერთი პირველი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებო­ბი­დან ათავისუფლებს ბიუროს უფროსი.

2. ბიუროს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შეიძლება იყოს ბიუროს სტრუქტურული დანაყოფის უფროსი.

3. ბიუროს უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილე­ების უფლებამოსილებები განისაზღვრება ბიუროს უფროსის ბრძა­ნებით.

4. ბიუროს უფროსის არყოფნის ან სამსახურებრივი უფ­ლე­ბა­მოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ბიუროს უფროსის პირველი მოად­გილე.“.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                   ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია