საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №25
2011 წლის 1 7 იანვარი
ქ. თბილისი
„შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის №212 ბრძანებულებაში (სსმ III ნაწ., 2004 წ., №60, მუხ. 516) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) ბრძანებულების პირველ პუნქტში:
ა.ა) ამოღებულ იქნეს სიტყვები: „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე,“;
ა.ბ) სიტყვები: „კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის“ შეიცვალოს სიტყვებით: „კულტურისა და ძეგლთა დაცვის“;
ბ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:
„23 . კომისიი ს თავმჯდომარეს აქვს ბლანკი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი