ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის N40 დადგენილებაში – „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-01-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-26
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.114.016034
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის N40 დადგენილებაში – „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2011 წლის 11 იანვარი

დ. ჩოხატაური

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის №40 დადგენილებაში  ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,

საკრებულომ დაადგინა:

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 30 მარტის №40 დადგენილებაში – ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-4 პუნქტში სიტყვები ,,ეკონომიკური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამსახურს“ შეიცვალოს სიტყვებით ,,ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის“;

2. დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში რიცხვი ,,150“ შეიცვალოს რიცხვით ,,1500“;

3. დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში რიცხვი ,,900“ შეიცვალოს რიცხვით ,,3750“;

4. დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტში რიცხვი ,,6 000“ შეიცვალოს რიცხვით ,,12 000“;

5. დადგენილება ძალაშია არსებული წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  ა. ხუნდაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია