„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2096
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-06-09
გამოქვეყნების თარიღი
1999-06-26
სარეგისტრაციო კოდი
010.190.040.05.001.000.587
„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I.' ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-18 მუხლის მე-6 პუნქტში სიტყვები „(რომელიც იყო პარლამენტის წევრი სრული უფლებამოსილების ვადით)“ შეიცვალოს სიტყვებით „(რომელიც სრული საპარლამენტო ვადის არანაკლებ ექვსი თვე იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილების ვადა არ შეწყვეტილა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლებით)“.

2. 25-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. საპენსიო უზრუნველყოფა და გარანტიები“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. პარლამენტის ყოფილ წევრს, რომელიც სრული საპარლამენტო ვადის არანაკლებ ექვსი თვე იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილების ვადა არ შეწყვეტილა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლებით, ენიშნება პენსია და მიეცემა კომპენსაცია მოქმედი პარლამენტის წევრის შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) სრული ოდენობის შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით.“;

გ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

,,2. პარლამენტის ყოფილი წევრის პენსიის ოდენობა იცვლება მოქმედი პარლამენტის წევრის შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ოდენობის ცვლილების შესაბამისად.“; ხოლო მე-2 პუნქტი ჩაითვალოს მე-3 პუნქტად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                              

ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 9 ივნისი.

№2096-IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია