,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2011-01-12
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-13
სარეგისტრაციო კოდი
310150000.08.002.016136
,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №15

2011 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულების (სსმ III, 2000 წ., №73, მუხ. 685) პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) სიტყვები: ,,ქ. თბილისის მთავრობის პრემიერი“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი)“;

ბ) სიტყვები: ,,ქ. თბილისის მთავრობის პრემიერის მოადგილე“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,ქ. თბილისის მერის მოადგილეები“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია