,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-01-12
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-14
სარეგისტრაციო კოდი
210070000.35.168.016020
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2011 წლის 12 იანვარი

ქ.სიღნაღი

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5  მუხლის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს  ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის  №21 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. თითოეულ სათამაშო აპარატზე მოსაკრებელი განისაზღვროს კვარტალში 1500 ლარით“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე მოსაკრებელი განისაზღვროს კვარტალში 3 750  ლარით“.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                               ზ. ზედელაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია