სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №1
2011 წლი ს 12 იანვარი
ქ. სიღნაღი
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ’' სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად , სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ’' სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №19 დადგენილების №1 დანართის მე -8 მუხლის მე -2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. გამგებელს ჰყავს ოთხი მოადგილე. მოადგილეების ზოგადი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით, ხოლო ყოველდღიური საქმიანობა დგინდება საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ბრძანებებით.“
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ . ზედელაშვილი