საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2086
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-06-09
გამოქვეყნების თარიღი
1999-06-26
სარეგისტრაციო კოდი
270.000.000.05.001.000.583
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში დამატებების  შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წლის ივნისი, №6, მუხ. 118) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-80 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„1. მაღალმთიანი რეგიონების ტერიტორიაზე განლაგებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, დაწესებულებებსა და უწყებებში, აგრეთვე მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასაქმებულ პირთა ხელფასებზე და პენსიებზე წესდება დანამატი 50%-ის ოდენობით.“.

2. 235-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) იმ პირთათვის, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ან არანაკლებ 10 წლისა უწყვეტად უმუშავიათ მაღალმთიან რეგიონში, საპენსიო ასაკი მცირდება ხუთი წლით“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი            ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 9 ივნისი.

№2086 – IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია