"ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
43
მიმღები ორგანო
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2023-12-28
სარეგისტრაციო კოდი
210020030.35.115.016024
"ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ"

(ძალადაკარგულია - 28.12.2023, №27)

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2010 წლის 31 დეკემბერი

დაბა ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 მაისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 25.05.2011წ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

1. შემოღებულ იქნეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის :

1. ახალ ასაშენებელ ობიექტებზე;

2. საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტების მშენებლობაზე.

2. ახალ ასაშენებელ ობიექტზე მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით.

3. საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის განაშენიანების ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 5 (ხუთი) ლარის ოდენობით.

4. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მოსაკრებელი გადახდილ იქნეს წინასწარ, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე.

5. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 ოქტომბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 26.10.2015წ.

  6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 12 ნოემბრის №26 დადგენილება.

 7 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 მაისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 25.05.2011წ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 11.07.2011წ.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                ვ. ქურასბედიანი

კრებსითი — სრული ვერსია