"ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ”ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
30
მიმღები ორგანო
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-25
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.115.016011
"ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ”ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 

დადგენილება №30

2010 წლის 31 დეკემბერი

დ. ლენტეხი

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 23 ივლისის №13 დადგენილების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მუნიციპალური სამსახურებია:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახური;

დ) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური;

ე) მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

ვ) მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ზ) მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

თ) მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური;

ი) მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური.

2.  ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე:                 ვ. ქურასბედიანი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის დადგენილება №08- ვებგვერდი, 18.03.2011წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია