ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
დადგენილება №8
2011 წლის 3 იანვარი
დ.ხარაგაული
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად საჭიროა შეტანილი იქნეს ცვლილება “ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 დეკემბრის №48 დადგენილებაში
( სსმ V, №65 2010 წლის 17 დეკემბერი, მუხლი 1964)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 დეკემბრის №48 დადგენილებაში
1.დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ მუხლი 192 პუნქტი პირველი და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №65 ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს“.
2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წილების და აქციების პრივატიზებისას წილების და აქციების საპრივატიზებო საფასური, როგორც წესი, არ უნდა იყოს რეგისტრირებულ კაპიტალზე ნაკლები, გარდა ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი