"ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
48
მიმღები ორგანო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-18
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.107.016036
"ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48

2010 წლის 28 დეკემბერი

დ. ჩხოროწყუ

 „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის                        №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

შეტანილ იქნეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №24 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კულტურის, განათლებისა და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და განხორციელება; კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება;“.

2. დებულების მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით“.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                     გ. ლემონჯავა

კრებსითი — სრული ვერსია