ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2010 წლის 28 დეკემბერი
დ. ჩხოროწყუ
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
შეტანილ იქნას „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ნოემბრის №35 დადგენილებაში შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, რომელიც არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება.“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ლემონჯავა