წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №86
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. წყალტუბო
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №73 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1) „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №73 დადგენილებაში (სსმ V, 17.11.2010 წ., №52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს დებულება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ (დანართი №1)”.
ბ) დადგენილების მე-6 მუხლში ნავლად სიტყვისა „განკარგულების”, ჩაიწეროს სიტყვა „დადგენილების“.
2) კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ეკონომიკურ საკითხთა და ინფრასტრუქტურის კომისიას (ჯ. შუღლაძე).
3) დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4) დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. საღარეიშვილი