"ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამოქმედოდ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ" ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
36
მიმღები ორგანო
ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-12
სარეგისტრაციო კოდი
210070000.35.162.016023
"ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამოქმედოდ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ" ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №36

 2010 წლის 30 დეკემბერი

 ქ. ახმეტა

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამოქმედოდ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ’’ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის №14 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამოქმედოდ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ’’ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის №14 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

 1. დადგენილების პირველი მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში 1500 ლარი’’.

 2. დადგენილების პირველი მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3750 ლარი’’.

 3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან მე-16 დღეს.

 საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაილაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია