საქართველოს მთავრობის შემადგენლობის უფლებამოსილებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
32
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2004-01-30
სარეგისტრაციო კოდი
010.220.010.05.002.002
საქართველოს მთავრობის შემადგენლობის უფლებამოსილებათა შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №32

2004 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის შემადგენლობის უფლებამოსილებათა შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილებათა მოხსნა და მასვე დაეკისროს მოვალეობათა შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია