საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №194
2003 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი „ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის“ გადაწყვეტილებისა და „საგადასახადო დავალიანებათა რესტუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. შეუწყდეთ რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გეგუთსა“ (წყალტუბო) და სააქციო საზოგადოება „მეტეხის კერამიკას“ (კასპი).
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა (ი. ზაუტაშვილი) რესტრუქტურიზებული დავალიანების გადაუხდელ ნაწილზე რესტუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან ამ საწარმოთა მიმართ გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები.
ე. შევარდნაძე