„ცაგერის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №58 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
73
მიმღები ორგანო
ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-14
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.116.016028
„ცაგერის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №58 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №73

2010 წლის 24 დეკემბერი

ქ. ცაგერი

„ცაგერის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის      26 ნოემბრის №58 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“.

2. დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება (დანართი №1).“.

3. დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება“.

4. დანართი №1-ის 1-ლი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური ) არის ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური ღონისძიებების პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას .“ .

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე მ . ლეთოდიანი

კრებსითი — სრული ვერსია