საქართველოს კანონი
„დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „დასაქმების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №7, მუხ. 485) 91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 91. დასაქმების კერძო სამსახურების საქმიანობა
დასაქმების ის კერძო სამსახურები, რომლებიც მოქალაქის სამუშაოდ მოწყობის (მათ შორის, საზღვარგარეთ) ფასიან მომსახურებას ეწევიან, ექვემდებარებიან აღრიცხვას საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროში.“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 28 მაისი.
№2035–IIს