საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №64
2003 წლის 3 მარტი
ქ. თბილისი
„ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის ეკონომიკური სიძნელეების გადალახვის ხელშეწყობის მიზნით გამოყოფილი ჩინური ხის საშრობი მანქანა-დანადგარების ათვისების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 16 აპრილის №135 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის ეკონომიკური სიძნელეების გადალახვის ხელშეწყობის მიზნით გამოყოფილი ჩინური ხის საშრობი მანქანა-დანადგარების ათვისების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 16 აპრილის №135 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტსა და xმე-4 პუნქტში სიტყვები „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს შპს „საქართველოს საინვესტიციო სააგენტო“ შეიცვალოს სიტყვებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო“.
2. ბრძანებულებით დამტკიცებულ „ხის საშრობი ჩინური მანქანა-დანადგარების კომპლექტის ათვისების მექანიზმის“ ტექსტში ყველგან სიტყვები „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს შპს „საქართველოს საინვესტიციო სააგენტო“ შეიცვალოს სიტყვებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო“.
ე. შევარდნაძე