საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეების ან/და ოპერაციათა ერთობლიობების, რომლებიც არ განეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას, განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
989
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2010-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2019-05-22
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.016098
საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეების ან/და ოპერაციათა ერთობლიობების, რომლებიც არ განეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას, განსაზღვრის თაობაზე

(ძალადაკარგულია - 22.05.2019, №150)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება № 98 9

2010 წლის 3 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეების ან/და ოპერაციათა ერთობლიობების, რომლებიც არ განეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას, განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ “ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ ყოველი უწყვეტი 48 თვის განმავლობაში მის საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაცია.

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 3 აგვისტოს №504 ბრძანება „საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეების ან/და ოპერაციათა ერთობლიობების, რომლებიც არ განეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას, განსაზღვრის თაობაზე “.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

კ. ბაინდურაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია