,,საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
57
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-02-24
გამოქვეყნების თარიღი
2003-02-28
სარეგისტრაციო კოდი
480.130.000.05.002.002
,,საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №57

2003 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. საქართველოს დიპლომატიური პასპორტების დებულების მე-7 პუნქტის „დ” ქვეპუნქტში სიტყვების: „საქართველოს პარლამენტის წევრებს” შემდეგ დაემატოს სიტყვები: „საქართველოს უზენაესი სასამართვლოს წევრებს”.

2. საქართველოს სამსახურებრივი პასპორტების დებულების მე-7 პუნქტის „დ” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: “საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მადგილეებს, წევრებსა და”.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია