საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №51
2003 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
მ. გოგიაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს მირიან გოგიაშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის – ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების საქმეში სოციალური და ეკონომიკური სტატისტიკის გაუმჯობესება საქართველოში“ საგრანტო ხელშეკრულების პროექტს.
ე. შევარდნაძე