საქართველოს კანონი
„პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-10 მუხლის „დ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და გასცემენ სამუშაოთა განსაზღვრული სახეობების ჩატარების ნებართვას (ლიცენზიას)“.
2. მე-10 მუხლის „ი“ ქვეპუნქტიდან და მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და ლიცენზიებს“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 28 მაისი.
№2029-IIს