,,იაპონიის პროგრამა 2Kღ გრანტის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 აპრილის №163 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
38
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-02-09
გამოქვეყნების თარიღი
2003-02-13
სარეგისტრაციო კოდი
190.020.060.05.002.002.
,,იაპონიის პროგრამა 2Kღ გრანტის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 აპრილის №163 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №38

2003 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

„იაპონიის პროგრამა 2KR  გრანტის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 აპრილის №163 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„იაპონიის პროგრამა  2KR  გრანტის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 აპრილის N 163 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იაპონიის მხარესთან შეთანხმებული პრიორიტეტების შესაბამისად დაამტკიცოს საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხების დაბრუნების პირობით განაწილების წესი“.

2. ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 და 12 პუნქტები:

„11. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გაცემული თანხები დაბრუნების შემდგომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში და მიიმართოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიზნობრივი პროექ­ტების გასახორციელებლად.

12. იაპონიის პროგრამა 2KR  გრანტის მონიტორინგის გან­ხორცი­ელებისათვის საპარტნიორო ფონდში არსებული თანხებიდან ყოველ­წლიურად 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი გამოყენებულ იქნეს საქარ­თველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ გან­საზღვრული მართვის ჯგუფის მიერ“.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია