საქართველოს მთავრობის
დადგენილება №421
2010 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №124 დადგენილებაში (სსმ, 2004 წ., №156, ნაწ. III, მუხ. 1436) შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-2 პუნქტის ,,ბ“ – ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) 2010 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე:
ბ.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.013 გ/ლ;
ბ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 5%;
ბ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 45%;
ბ.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 500 მგ/კგ;
გ) 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე:
გ.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;
გ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 3%;
გ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 42%;
გ.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 200 მგ/კგ;
დ) 2013 წლის 1 იანვრიდან:
დ.ა) ტყვიის შემცველობა – არა უმეტეს 0.005 გ/ლ;
დ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი – არა უმეტეს 3%;
დ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი – არა უმეტეს 42%;
დ.დ) გოგირდის შემცველობა – არა უმეტეს 150 მგ/კგ.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 31 დეკემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური