(ძალადაკარგულია - 16.09.2019, №453)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 420
2010 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 212 - ე მუხლის მე - 2 ნაწილის შესაბამისად :
მუხლი 1 . დამტკიცდეს :
ა) საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების , წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის , მისი შევსებისა და გაცემის წესი ( დანართი №1);
ბ ) საქონლის შეღავათების გარეშე ( არაპრეფერენციული ) წარმოშობის სერტიფიკატის ფორმა ( დანართი № 2 );
გ ) საქონლის შეღავათიანი ( პრეფერენციული ) წარმოშობის სერტიფიკატის ფორმა „A“ ( დანართი № 3 );
დ ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ ( დანართი № 4 );
ე) საქართველოში წარმოშობილი, რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლისათვის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემის წესი (დანართი №5);
ვ) უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმა (დანართი №6).
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №626 - ვებგვერდი, 16.12.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 16.11.2016წ.
მუხლი 3 . ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №890- N 1-1/2978 ერთობლივი ბრძანება „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე “.
მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესი
1. საქონლის წარმოშობის ქვეყანა განისაზღვრება საქართველოს საბაჟო
ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო
ტერიტორიიდან საქონლის გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გატარების მიზნით.
შენიშვნა: საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ნიშნავს, რომ წარმოშობის ქვეყნის დადგენა ხორციელდება საქონლის პირველივე სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის დროს. იმ შემთხვევაში, თუ ამ მომენტისათვის წარდგენილი დოკუმენტებით დასტურდება საქონლის პრეფერენციული წარმოშობა, საქონელი ექცევა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში. საქონლის ახალ სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას წარმოშობის ქვეყნის განმეორებით დადგენა არ ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულის თაობაზე დეკლარანტი თხოვნით მიმართავს საგადასახადო ორგანოს და წარადგენს დამატებით დოკუმენტებს.
2. საქონლის წარმოშობის დასადასტურებლად საგადასახადო ორგანოს წარედგინება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ან „წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება“ ან „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების I ოქმით გათვალისწინებული წარმოშობის დეკლარაცია ან „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმით გათვალისწინებული ანგარიშფაქტურის (ინვოისის) დეკლარაცია ან ხორციელდება საქონლის წარმოშობის დეკლარირება.
3. საქონლის წარმოშობის დეკლარირება ხორციელდება საქონლის თანმხლები დოკუმენტების, საქონელთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის (მათ შორის, საქონლის დათვალიერების შედეგების გათვალისწინებით) საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებით.
4. საქონლის წარმოშობა შეიძლება იყოს შეღავათიანი (პრეფერენციული) ან შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული). აღნიშნულის გათვალისწინებით:
ა) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი შეიძლება იყოს პრეფერენციული ან არაპრეფერენციული;
ბ) საქონლის წარმოშობის დეკლარირება ან „წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების“ წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ არაპრეფერენციული მიზნებისათვის;
გ) „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების I ოქმით გათვალისწინებული წარმოშობის დეკლარაციისა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმით გათვალისწინებული ანგარიშფაქტურის (ინვოისის) დეკლარაციის შედგენა ხორციელდება პრეფერენციული მიზნებისათვის.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №364 - ვებგვერდი, 28.09.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივლისის დადგენილება №266 – ვებგვერდი, 20.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 16.11.2016წ.
მუხლი 2. საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი
1. საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი წარმოადგენს ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საქონლის წარმოშობის ქვეყანას.
2. თუ საგადასახადო ორგანო ეჭვს შეიტანს საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნამდვილობაში ან მასში აღნიშნული მონაცემების სისწორეში, მას შეუძლია თხოვნით მიმართოს სერტიფიკატის გამცემ ორგანოს ან სერტიფიკატის გამცემი ქვეყნის სხვა კომპეტენტურ უწყებას დამატებითი ან დაზუსტებული მონაცემების მისაღებად.
3. საქართველოს საბაჟო
ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადასტურება ხდება ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატით, ხოლო გატანისას –
საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. საქონლის რეექსპორტის ან ტრანზიტის დროს საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა ხდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მისი შემოტანისას თანმხლები, ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე, ხოლო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში − საქართველოდან საქონლის ექსპორტის დროს წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების შესაბამისად.
5. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს წარმოშობის სერტიფიკატები გაიცემა:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიერ, ან
ბ) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
51. თუ წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა შემოსავლების სამსახურის მიერ, სერტიფიკატის გაცემისათვის განაცხადი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით.
6. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1, ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტებზე და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელი შესაბამისი ფორმის სერტიფიკატი გაიცემა შემოსავლების სამსახურის მიერ.
7. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი ოთხი სახისაა:
ა ) საქონლის შეღავათების გარეშე ( არაპრეფერენციული ) წარმოშობის სერტიფიკატი ( დანართი № 2 );
ბ ) საქონლის შეღავათიანი ( პრეფერენციული ) წარმოშობის სერტიფიკატი – ფორმა „A“ ( დანართი № 3 );
გ ) პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1;
დ ) პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1.
8. საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი − ფორმა „ A“ გაიცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან განსაზღვრული საქონლის განსაზღვრულ ქვეყნებში („ პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის“ მომნიჭებელ ქვეყნებში) ექსპორტის დროს. წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმები და სერტიფიკატის გაცემისა და შევსების წესები განისაზღვრება პრეფერენციის მომნიჭებელი ქვეყნის დირექტივებით.
9 . (ამოღებულია - 23.07.2015, №363) .
10. საქონლის წარმოშობის CT-1 სერტიფიკატი გაიცემა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).
11. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 გაიცემა:
ა) „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“ 2014 წლის 27 ივნისის ასოცირების შესახებ შეთანხმების I ოქმის შესაბამისად;
ბ) „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმის შესაბამისად.
12. საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა:
ა) საქონლის ექსპორტისა და რეექსპორტის დროს;
ბ) დროებით შენახული ან საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციით გატანის დროს.
13. საქართველოში წარმოშობილი საქონლის რუსეთის ფედერაციაში გატანისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი СТ-1 გაიცემა ამ დადგენილების დანართ №5-ით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №364 - ვებგვერდი, 28.09.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის დადგენილება №54 - ვებგვერდი, 17.02.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივლისის დადგენილება №266 – ვებგვერდი, 20.07.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №510 – ვებგვერდი, 27.08.2014წ.
მუხლი 3 . საქონლის წარმოშობის დეკლარირება
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას, თუ ამ საქონელს არ ახლავს წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხორციელდება საქონლის წარმოშობის დეკლარირება.
2 . საქონლის წარმოშობის დეკლარირების მიზნებისათვის საქონლის თანმხლები დოკუმენტებია :
ა ) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ;
ბ ) ანგარიშსწორების დოკუმენტები – ანგარიშ - ფაქტურა ( ინვოისი ), პროფორმა ინვოისი , შეფუთვის ფურცლები;
გ ) სერტიფიკატები – შესაბამისობის , საქონლის გადაადგილების (EUR.1), ვეტერინარული და ფიტოსერტიფიკატები .
3. საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, საქონლის წარმოშობის დეკლარირების მიზნებისათვის, პირის მიერ შესაძლებელია წარდგენილ იქნეს: საქონლის დამამზადებლის ან გამყიდველის მიერ საქონელთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტები, ექსპორტიორი ან/და სატრანზიტო ქვეყნის საბაჟო დეკლარაცია, ექსპორტიორის წერილობითი განაცხადი (დეკლარაცია) ან სხვა დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს მონაცემებს წარმოშობის ქვეყნის შესახებ და თან ახლავს საქონელს ან მიღებულია ფოსტით, ფაქსით ან ელექტრონული ფოსტით.
4 . იმ შემთხვევაში , თუ წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის საკმარისი ინფორმაცია საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ , დეკლარანტის მიერ გამოიყენება მონაცემები , რომლებიც განთავსებულია უშუალოდ საქონელზე : იარლიყები , ეტიკეტები , მარკირება და ა . შ . ( გარდა შტრიხ - კოდებისა ).
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივლისის დადგენილება №266 – ვებგვერდი, 20.07.2012წ.
მუხლი 4 . წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება
1. საქართველოს საბაჟო
ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო
ტერიტორიიდან საქონლის გატანისას, თუ ამ საქონელს არ ახლავს წარმოშობის სერტიფიკატი, საქონლის წარმოშობის დადგენა შესაძლებელია „
წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილებით“
(შემდგომში − წინასწარი გადაწყვეტილება).
2 . წინასწარ გადაწყვეტილებას სავალდებულო იურიდიული ძალა აქვს ყველა საგადასახადო ორგანოსათვის მხოლოდ გადაწყვეტილებაში მოცემული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის საკითხთან მიმართებით , თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია ( გამოცემულია ) აღნიშნულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე და დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი მონაცემები და ინფორმაცია სრულად შეესაბამება იმ ინფორმაციას , რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება .
3 . წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მიღებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა , აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საქონლის სინჯის ან / და ნიმუშის , ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის , გადაწყვეტილების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის , გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით , საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47 - ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივლისის დადგენილება №266 – ვებგვერდი, 20.07.2012წ.
მუხლი 5. წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმები
საქონლის ექსპორტის (რეექსპორტის/ტრანზიტის) დროს საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმებია:
ა) მოცემულ ქვეყანაში მთლიანად წარმოებული საქონლის კრიტერიუმი;
ბ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) სასაქონლო პოზიციის პირველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმი;
გ) ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმი;
დ) აუცილებელი პირობების, საწარმოო და ტექნოლოგიური ოპერაციების კრიტერიუმი.
მუხლი 6. მოცემულ ქვეყანაში მთლიანად წარმოებული საქონლის კრიტერიუმი
1. საქონელი, რომელიც მთლიანად წარმოებულია განსაზღვრულ ქვეყანაში, წარმოადგენს ამ ქვეყანაში წარმოშობილს.
2. მოცემულ ქვეყანაში მთლიანად წარმოებულად მიიჩნევა მხოლოდ:
ა) სასარგებლო წიაღისეული, მოპოვებული მოცემული ქვეყნის წიაღებიდან, მისი ტერიტორიული წყლიდან ან ზღვის ფსკერიდან;
ბ) მცენარეული წარმოშობის პროდუქცია, მოყვანილი ან შეგროვებული ამ ქვეყანაში;
გ) ამ ქვეყანაში გაჩენილი და გაზრდილი ცხოველები;
დ) ამ ქვეყანაში ბინადარი ცხოველებისაგან მიღებული პროდუქტები;
ე) ამ ქვეყანაში ნადირობისა და თევზჭერის შედეგად მიღებული პროდუქცია;
ვ) საზღვაო თევზჭერის შედეგად მიღებული და საზღვაო წარმოშობის სხვა პროდუქცია, მოპოვებული ამ ქვეყნის გემის საშუალებით;
ზ) ამ ქვეყნის სარეწ გემზე მიღებული პროდუქცია, რომელიც მხოლოდ ამ პუნქტის „ვ~ ქვეპუნქტში აღნიშნული პროდუქციისაგან არის წარმოებული;
თ) პროდუქცია, რომელიც მოცემული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე ზღვის ფსკერიდან ან ზღვის ფსკერის წიაღიდან არის მიღებული, მხოლოდ იმ პირობით, თუ ქვეყანას აქვს ზღვის ფსკერის ან წიაღის ამ მონაკვეთის დამუშავების საგანგებო უფლებები;
ი) საწარმოო ოპერაციების შედეგად მიღებული ნარჩენები, ჯართი და ნახმარი ნაკეთობები, რომელთა შეგროვება განხორციელდა მოცემულ ქვეყანაში და რომელთა გამოყენება შეიძლება მხოლოდ ნედლეულად გადამუშავებისათვის;
კ) საქონელი, რომელიც წარმოებულია მოცემულ ქვეყანაში ამ პუნქტის „ა – ი~ ქვეპუნქტებში მითითებული პროდუქციისაგან.
1. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) სასაქონლო პოზიციის პირველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმი ნიშნავს საქონლის გადამუშავებას მოცემულ ქვეყანაში ისეთი დოზით, როდესაც გადასამუშავებელი საქონელი იცვლის პირველი 4 სასაქონლო პოზიციიდან თუნდაც ერთ ნიშანს (ციფრს) (მაგალითად, 2204 შეიცვალა 2205-ით). ამ შემთხვევაში ითვლება, რომ საქონელი წარმოშობილია იმ ქვეყანაში, სადაც განხორციელდა ეს ცვლილება.
2. მოცემული კრიტერიუმით საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის დროს გამოიყენება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ).
მუხლი 8. ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმი
1. ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმის გამოყენების დროს საქონელი ითვლება იმ ქვეყანაში წარმოშობილად, სადაც არის წარმოშობილი ამ საქონლის დასამზადებლად გამოყენებული მასალები და ნედლეული, ხოლო ამ მასალებისა და ნედლეულის ღირებულება შეადგენს მზა პროდუქციის ღირებულების სულ ცოტა 51%-ს.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მასალებისა და ნედლეულის წარმოშობის ქვეყნები სხვადასხვაა და მათი საერთო ღირებულება აჭარბებს მზა პროდუქციის ღირებულების 51%-ს, მაშინ მზა პროდუქცია ჩაითვლება იმ ქვეყანაში წარმოშობილად, სადაც არის წარმოშობილი ის მასალა და ნედლეული, რომელთა ღირებულების პროცენტული წილი უდიდესია.
3. იმ შემთხვევებში, როდესაც წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმი გამოიხატება ადვალური (ღირებულებითი) წილის წესით, ღირებულებები, რომელთა გათვალისწინება ხდება, უნდა იყოს შემდეგი:
ა) შემოტანილი მასალებისათვის – მათი საბაჟო
ღირებულება შემოტანისას;
ბ) მზა საქონლისათვის – ფასი ფრანკოქარხნის ან ექსპორტის საბაჟო ღირებულების მიხედვით.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივლისის დადგენილება №266 – ვებგვერდი, 20.07.2012წ.
მუხლი 9. აუცილებელი პირობების, საწარმოო და ტექნოლოგიური ოპერაციების კრიტერიუმი
1. საქონელი, რომლის წარმოებაში ჩაბმული იყო ორი ან მეტი ქვეყანა, ჩაითვლება იმ ქვეყანაში წარმოშობილად, სადაც მან განიცადა ბოლო მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის ტერმინი „ბოლო მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია~ ნიშნავს მნიშვნელოვან და ეკონომიკურად გამართლებულ გადამუშავებას ან ამ მიზნებისათვის აღჭურვილ საწარმოში შესრულებულ სამუშაოს, რომლის შედეგადაც წარმოებული იქნა ახალი პროდუქცია ან რომელიც წარმოადგენს წარმოების პროცესის მნიშვნელოვან ეტაპს.
1. ოპერაციები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფს საქონლის ძირითადი მახასიათებლების ან თვისებების მიღებას ან უზრუნველყოფენ მათ მხოლოდ უმნიშვნელო ოდენობით, ძირითადად კი, ოპერაციები, რომლებიც შეიცავს ერთ ან რამდენიმე ოპერაციას ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, არ უნდა იქნეს მიჩნეული როგორც საქონლის წარმოებისა და გადამუშავებისათვის მნიშვნელოვანი ოპერაციები:
ა) ოპერაციები, რომლებიც აუცილებელია საქონლის ტრანსპორტირების ან შენახვის უზრუნველსაყოფად;
ბ) საქონლის გარეგანი სახის ან კომერციული ხარისხის გაუმჯობესების ან მისი ტრანსპორტირებისათვის მომზადების ოპერაციები, რომლებშიც შედის საქონლის პარტიის დაყოფა, შეფუთვების დაჯგუფება, სორტირება, მარკირება, მეორეული შეფუთვა;
გ) მარტივი აწყობითი ოპერაციები;
დ) სხვადასხვა წარმოშობის საქონლის შერევა იმ პირობით, რომ მიღებული პროდუქციის მახასიათებლები არსებითად არ განსხვავდება იმ პროდუქტების მახასიათებლებისაგან, რომელთა შერევაც ხდება.
2. აუწყობელი ან დაშლილი საქონელი, რომლის შემოტანა ხდება ორზე მეტი პარტიით, მათი ერთი პარტიით შემოტანის მიზანშეუწონლობის გამო, სატრანსპორტო ან საწარმოო ხასიათის მიზეზით, იმპორტიორის მოთხოვნით მიჩნეულ უნდა იქნეს ერთ ნაკეთობად მისი წარმოშობის დასადგენად.
3. წარმოშობის განსაზღვრის მიზნით შეფუთვა უნდა ჩაითვალოს იმავე ქვეყანაში წარმოშობილად როგორც შეფუთული საქონელი.
4. საქონლის წარმოშობის განსაზღვრის მიზნით იმ შემთხვევებში, როდესაც ითვლება, რომ შეფუთვა იმავე წარმოშობისაა, რაც საქონელი, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მხოლოდ ის შეფუთვა, რომელშიც ჩვეულებრივ ხდება ამ საქონლის რეალიზაცია საცალო ვაჭრობაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმი.
5. საქონლის წარმოშობის განსაზღვრის დროს არ გაითვალისწინება ენერგიის, მოწყობილობების, მანქანა-იარაღების წარმოშობის ქვეყანა, რომლებიც გამოიყენება საქონლის წარმოებისა და გადამუშავებისათვის.
1. საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი (შემდგომში – არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი) არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.
2. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენა საგადასახადო ორგანოსათვის სავალდებულო არ არის, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს ექსპორტიორი ქვეყნის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ნამდვილობასა და/ან თაღლითობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში.
4. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი:
ა) საქართველოდან საქონლის ექსპორტის/რეექსპორტის/ტრანზიტის დროს – ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე;
ბ) საქართველოში საქონლის იმპორტის დროს – ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე.
5. იმ შემთხვევებში, როდესაც არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი არ ივსება ქართულად, საგადასახადო ორგანოებმა არ უნდა მოითხოვონ არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატში მოცემული ინფორმაციის თარგმანი.
6. საქართველოში არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში შეინახონ განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მათ მიერ გაცემულ არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატებს.
7. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი უნდა გაფორმდეს A 4 ფორმატის (210X297მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე, რომელიც შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (სსო) მიერ.
8. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ივსება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი – თეთრი.
9. ფერადი და ორი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს.
10. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საგადასახადო ორგანო საქონლის ექსპორტის/რეექსპორტის/ტრანზიტის დროს იტოვებს სერტიფიკატის თეთრი ფერის ეგზემპლარს, ხოლო იმპორტის დროს – შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული სერტიფიკატის ორიგინალს. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენა ნებაყოფლობითია.
11. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განცხადების საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის დუბლიკატი.
12. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.
13. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის მიღება დასტურდება რეესტრში მისი ხელმოწერით.
14. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
15. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით.
16. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია:
ა) განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სასაქონლო კოდის ოთხნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);
ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, ამ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად;
გ) კონტრაქტი;
დ) ანგარიშ-ფაქტურა;
ე) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის შემთხვევაში;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით.
161. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის შემთხვევაში, საქონლის არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ამ მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
17. არაპრეფერენციული სერტიფიკატის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-16 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესით.
მუხლი 12. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის (დანართი №2) შევსების წესი
1. გრაფა N№1 – მიეთითება ექსპორტიორის სამართლებრივი ფორმა და დასახელება, იურიდიული მისამართი და ქვეყანა.
2. გრაფა N№2 – აღინიშნება სერტიფიკატის ნომერი და მიეთითება „ორიგინალი~. თუ არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა დაკარგული ან დაზიანებული ორიგინალის სანაცვლოდ, ახალ სერტიფიკატზე სათაურთან მიეთითება სიტყვა „დუბლიკატი~. სერტიფიკატის ორიგინალისა და დუბლიკატის ასლებზე სათაურის გვერდით მიეთითება სიტყვა „ასლი~. ეს გრაფა ასევე განკუთვნილია იმ ორგანიზაციის დასახელების (ლოგოტიპი, ემბლემა) მითითებისათვის, რომელიც გასცემს სერტიფიკატს, და უნდა მოიცავდეს ადგილს სხვა ოფიციალური ხასიათის ინფორმაციის შესატანად.
3. გრაფა №3 – მიეთითება იმპორტიორის სამართლებრივი ფორმა და დასახელება, იურიდიული მისამართი და ქვეყანა. ამ გრაფაში გათვალისწინებული ცნობები შეიძლება შეიცვალოს წარწერით „საორდერო~ და, თუ ეს შესაძლებელი იქნა, დანიშნულების ქვეყნის სახელით.
4. გრაფა №4 – ეს გრაფა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი ინფორმაციის შესატანად სატრანსპორტო საშუალების, მისი მარშრუტის შესახებ და ა.შ., რომელიც მითითებული იქნება აუცილებლობის შემთხვევაში, არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით.
5. გრაფა N№5 – მიეთითება საქონლის ადგილების რაოდენობა და საქონლის დასახელება სეს ესნ-ის ოთხნიშნა კოდის დონეზე.
6. გრაფა N№6 – მიეთითება საქონლის ბრუტო-წონა.
7. გრაფა N№7 – მიეთითება საქონლის ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისის) ნომერი და თარიღი.
8. გრაფა №8 – ეს გრაფა დატოვებულია ცნობებისათვის (მაგ., რეექსპორტის/ტრანზიტის დროს წინმსწრები სერტიფიკატის რეკვიზიტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში). აქვე დაისმება არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
9. მე-9 გრაფაში – აღინიშნება საქონლის წარმოშობის ქვეყანა.
10. მე-10 გრაფაში – აღინიშნება სერტიფიკატის გამცემი ორგანო.
11. მე-11 გრაფაში – მიეთითება სერტიფიკატის გაცემის თარიღი და დრო.
12. მე-12 გრაფაში – დაისმება სერტიფიკატის გაცემისათვის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
13. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის შევსების დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) ბლანკები შესაძლებელია შეივსოს ნებისმიერი ხერხით, ამასთან, ჩანაწერები არ უნდა იშლებოდეს და გარკვევით უნდა იყოს დაწერილი;
ბ) აღნიშვნებისა და შესწორებების გაკეთება არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატებზე დაუშვებელია;
გ) შეუვსებელ გრაფებში აუცილებლად უნდა იყოს გასმული ხაზი მათში შემდგომი დამატებების შეტანის თავიდან ასაცილებლად.
1. საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი – ფორმა „A~ (შემდგომში – პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი) არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.
2. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი ინგლისურ ენაზე.
3. საქართველოში პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან შეინახონ სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მათ მიერ გაცემულ პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატებს.
4. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე, რომელიც შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (სსო) მიერ.
5. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ივსება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ორი არის ფერადი, ხოლო ერთი – თეთრი.
6. ერთი ფერადი და თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი ფერადი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს.
7. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საგადასახადო ორგანოში საქონლის ექსპორტისას თეთრი ფერის ეგზემპლარის წარდგენა ნებაყოფლობითია.
8. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განცხადების საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის დუბლიკატი.
9. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.
10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის მიღება დასტურდება რეესტრში მისი ხელმოწერით.
11. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
12. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც შესაბამისი ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით.
13. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია:
ა) განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სეს ესნ-ის თერთმეტნიშნა კოდის დონეზე, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);
ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, ამ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად;
გ) კონტრაქტი;
დ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი);
ე) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის შემთხვევაში;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით.
131. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის შემთხვევაში, საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
14. პრეფერენციული სერტიფიკატის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესით.
მუხლი 14. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის (დანართი №3) შევსების წესები
1. გრაფა №1 – მიეთითება ექსპორტიორის სამართლებრივი ფორმა და დასახელება, იურიდიული მისამართი და ქვეყანა.
2. გრაფა №2 – მიეთითება საქონლის მიმღების დასახელება, იურიდიული მისამართი და ქვეყანა ისეთი სიზუსტით, რამდენადაც ეს ცნობილია.
3. გრაფა №3 – ეს გრაფა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი ინფორმაციის შესატანად სატრანსპორტო საშუალებისა და მისი მარშრუტის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ეს ცნობილია.
4. გრაფა №4 – ეს გრაფა დატოვებულია დამატებითი ოფიციალური ცნობებისათვის. შევსება არ არის სავალდებულო.
5. გრაფა №5 – მიეთითება საქონლის ნუმერაცია იმ შემთხვევაში, თუ ერთ სერტიფიკატში რამდენიმე სახეობის საქონლის ჩამონათვალია. შევსება არ არის სავალდებულო.
6. გრაფა №6 – მიეთითება საქონლის შეკვრების ნომერი და ნიშნები. შევსება არ არის სავალდებულო.
7. გრაფა №7 – მიეთითება საქონლის შეკვრების რაოდენობა და სახეობა, საქონლის დასახელება (სეს ესნ-ის კოდი (არანაკლებ ოთხნიშნა დონეზე) და სხვა ცნობები, რაც საქონლის იდენტიფიკაციისათვის არის აუცილებელი.
8. გრაფა №8 – მიეთითება წარმოშობის კრიტერიუმები.
9. გრაფა №9 – მიეთითება საქონლის ბრუტო-წონა ან საქონლის სხვა რაოდენობრივი მაჩვენებელი.
10. გრაფა №10 – მიეთითება საქონლის ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისის) ნომერი და თარიღი.
11. გრაფა №11 – მიეთითება სერტიფიკატის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის თანამდებობა, დამოწმებული მისი ხელმოწერით და ბეჭდით.
12. გრაფა №12 – ისმება ექსპორტიორის ხელმოწერა და ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში).
13. წარმოშობის სერტიფიკატის შევსების დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) ბლანკები შესაძლებელია შეივსოს ნებისმიერი ხერხით. ამასთან, ჩანაწერები არ უნდა იშლებოდეს და გარკვევით უნდა იყოს დაწერილი;
ბ) სერტიფიკატებზე აღნიშვნებისა და შესწორებების შემთხვევაში აუცილებელია მისი დამოწმება ბეჭდით;
გ) №5, N№6, N№7, N№8, N№9 და N№10 გრაფების შეუვსებელ ნაწილში აუცილებლად უნდა იყოს გასმული ხაზი, მათში შემდგომი დამატებების შეტანის თავიდან ასაცილებლად.
მუხლი 15. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის შევსების ენა და გაცემა
1 . პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 (შემდგომში – წარმოშობის სერტიფიკატი CT-1) არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.
2. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის სერტიფიკატის ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი რუსულ ენაზე.
3. საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში შეინახონ განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მათ მიერ გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატებს CT-1.
4. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297 მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე, რომელიც შემუშავებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (სსო) მიერ.
5. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 ივსება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი – თეთრი.
6. ფერადი და ორი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს.
7. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საგადასახადო ორგანოში საქონლის ექსპორტისას თეთრი ფერის ეგზემპლარის წარდგენა ნებაყოფლობითია.
8. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განაცხადის საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის დუბლიკატი.
9. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.
10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის მიღება დასტურდება რეესტრში მისი ხელმოწერით.
11. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
12. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით.
13. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია:
ა) განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სეს ესნ-ის კოდის ოთხნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);
ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, ამ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად;
გ) კონტრაქტი;
დ) ანგარიშ-ფაქტურა;
ე) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის შემთხვევაში;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით.
131. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის შემთხვევაში, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 გაიცემა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
14. სერტიფიკატის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესით.
მუხლი 16. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის შევსების ენა და გაცემა
1. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 (შემდგომში – წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1) არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზედაც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.
2. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ბლანკები უნდა იყოს დაბეჭდილი ინგლისურ ენაზე.
3. საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, სულ ცოტა 3 წლის განმავლობაში შეინახოს განცხადებები ან საკონტროლო ეგზემპლარები, რომლებიც ეხება მის მიერ გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატებს -EUR.1-ებს.
4. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 უნდა გაფორმდეს A4 ფორმატის (210X297 მმ) საერთაშორისო ნიმუშის ბლანკზე.
5. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 ივსება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი არის ფერადი, ხოლო დანარჩენი – თეთრი.
6. ფერადი და ერთი თეთრი ეგზემპლარი გადაეცემა ექსპორტიორს, ხოლო ერთი თეთრი ეგზემპლარი რჩება გამცემ ორგანოს.
7. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საგადასახადო ორგანოში საქონლის ექსპორტისას თეთრი ფერის ეგზემპლარის წარდგენა ნებაყოფლობითია.
8. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ექსპორტიორის განაცხადის საფუძველზე დამატებით შეიძლება გაიცეს წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის დუბლიკატი.
9. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ექსპორტიორს გადასცემს დადგენილი წესით გაფორმებულ წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის ეგზემპლარებს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში.
10. განმცხადებლის მიერ შესაბამისი რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის მიღება დასტურდება შესაბამის ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით.
11. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 გაიცემა ექსპორტიორის განცხადების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
12. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემის შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული, რის შესახებაც ჩანაწერი კეთდება რეესტრში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ გამცემი ორგანო მას აცნობებს წერილობით.
13. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტებია:
ა) განცხადება;
ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ, ამ დადგენილების №4 დანართის შესაბამისად;
გ) კონტრაქტი;
დ) ანგარიშ-ფაქტურა;
ე) შესაბამისობის სერტიფიკატი − ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის შემთხვევაში;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც უფლებამოსილმა ორგანომ შესაძლებელია მოითხოვოს საქონლის წარმოშობის დადგენის მიზნით.
131. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის შემთხვევაში, წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 გაიცემა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყურძნისეული ნედლეულის წარმოშობის შესახებ სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
14. წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1-ის გამცემი ორგანო იტოვებს და ინახავს განცხადებას და ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების ასლებს დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №510 – ვებგვერდი, 27.08.2014წ.
მუხლი 17. წარმოშობის დეკლარაცია
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას, თუ ამ საქონელს არ ახლავს წარმოშობის სერტიფიკატი, საქონლის წარმოშობის დადგენა შესაძლებელია „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების I ოქმით გათვალისწინებული წარმოშობის დეკლარაციით (შემდგომში – წარმოშობის დეკლარაცია) ან „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმით გათვალისწინებული ანგარიშფაქტურის (ინვოისის) დეკლარაციით (შემდგომში ასევე – წარმოშობის დეკლარაცია).
2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტირებულ საქონელზე წარმოშობის დეკლარაციის შედგენის უფლება აქვს:
ა) პირს, რომელსაც შემოსავლების სამსახურის მიერ მინიჭებული აქვს წარმოშობის დეკლარაციის შედგენაზე უფლებამოსილი ექსპორტიორის (შემდგომში – უფლებამოსილი ექსპორტიორი) სტატუსი – ნებისმიერი ღირებულების იმ საქონელზე, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონლის პრეფერენციული წარმოშობის წესებს და მითითებულია უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში;
ბ) ნებისმიერ ექსპორტიორს – საქონელზე, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონლის პრეფერენციული წარმოშობის წესებს და რომლის ღირებულება არ აღემატება 6 000 ევროს.
3. წარმოშობის დეკლარაციის მიზნებისათვის, საქონლის პრეფერენციული წარმოშობა გულისხმობს, რომ საქონელი აკმაყოფილებს „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმებით ან „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმებით გათვალისწინებულ საქონლის წარმოშობის კრიტერიუმებს.
მუხლი 18. წარმოშობის დეკლარაციის შედგენა
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის ექსპორტის შემთხვევაში, წარმოშობის დეკლარაციის შედგენა ხორციელდება საქონლის ნასყიდობის დოკუმენტზე (მათ შორის, ანგარიშფაქტურაზე) ან მიწოდების შეტყობინებაზე (თუ მათში აღწერილი მონაცემები იძლევა საქონლის იდენტიფიკაციის საშუალებას) შესაბამისი ტექსტის დატანით, რომელიც განსაზღვრულია „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების I ოქმის მე-4 დანართითა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმის მე-4 დანართით.
2. წარმოშობის დეკლარაციის ტექსტი დაიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი შეთანხმების ერთ-ერთ ენაზე.
3. უფლებამოსილმა ექსპორტიორმა წარმოშობის დეკლარაციაში უნდა მიუთითოს შემოსავლების სამსახურის მიერ მისთვის მინიჭებული ავტორიზაციის ნომერი.
4. წარმოშობის დეკლარაცია დამოწმებული უნდა იყოს ექსპორტიორის ხელმოწერით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარმოშობის დეკლარაცია შედგენილია უფლებამოსილი ექსპორტიორის მიერ და მას შემოსავლების სამსახურში წარდგენილი განაცხადით აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ მის მიერ წარდგენილი ნებისმიერი წარმოშობის დეკლარაცია განიხილება როგორც ხელმოწერილი მის მიერ.
5. თუ ნასყიდობის დოკუმენტი (მათ შორის, ანგარიშფაქტურა) ან მიწოდების შეტყობინება, რომელზეც ხორციელდება წარმოშობის დეკლარაციის შედგენა, მოიცავს პრეფერენციული და არაპრეფერენციული წარმოშობის საქონელს, მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია, რომელიც იძლევა პრეფერენციული საქონლის იდენტიფიცირების საშუალებას.
მუხლი 19. უფლებამოსილი ექსპორტიორი
1. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად პირი მიმართავს შემოსავლების სამსახურს ამ წესის დანართ №6-ით გათვალისწინებული „უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად წარსადგენი განაცხადით“ (შემდგომში – ექსპორტიორის განაცხადი).
2. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;
ბ) ექსპორტიორის განაცხადის შემოსავლების სამსახურში წარდგენისას:
ბ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-5, მე-11, მე-19, 21-ე და 24-ე ნაწილებით გათვალისწინებული:
ბ.ა.ა) პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა, ან
ბ.ა.ბ) სამართალდარღვევის გამოვლენიდან უწყვეტი 12 თვის გასვლა;
ბ.ბ) აღიარებული საგადასახადო დავალიანების არქონა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება);
ბ.გ) ბოლო უწყვეტი 12 თვის განმავლობაში საქართველოდან პრეფერენციული წარმოშობის საქონლის ექსპორტის განხორციელება არანაკლებ 6-ჯერ და არანაკლებ 100 000 ლარის საერთო ღირებულებით;
გ) საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.
4. ექსპორტიორის განაცხადს თან უნდა ერთოდეს:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი, ექსპორტიორის განაცხადში მითითებული საქონლის შესაბამისობა შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული პრეფერენციული წარმოშობის წესებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან.
5. შემოსავლების სამსახური ექსპორტიორის განაცხადის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნული ვადის არა უმეტეს 30 კალენდარული დღით გაგრძელება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებამდე შემოსავლების სამსახური ახორციელებს კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესწავლას, საჭიროების შემთხვევაში – ასევე მისი საქმიანობის შემოწმებას.
7. შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით, პირს უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსთან ერთად ენიჭება ავტორიზაციის ნომერი.
8. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში მიეთითება იმ საქონლის დასახელება და სეს ესნ კოდი, რომელზეც უფლებამოსილ ექსპორტიორს შეუძლია წარმოშობის დეკლარაციის შედგენა.
9. უფლებამოსილი ექსპორტიორის სახელით წარმოშობის დეკლარაციის შედგენისა და ხელმოწერის უფლება აქვს მხოლოდ ექსპორტიორის განაცხადში მითითებულ, წარმოშობის დეკლარაციის შედგენაზე პასუხისმგებელ პირს.
10. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილ ექსპორტიორს სურს, განახორციელოს წარმოშობის დეკლარაციის შედგენა უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში მითითებული საქონლისგან განსხვავებულ საქონელზე, იგი ხელახლა მიმართავს შემოსავლების სამსახურს ექსპორტიორის განაცხადით, რომლის პირველ გრაფაში დამატებით მიეთითება მისი ავტორიზაციის ნომერი, ხოლო განაცხადთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი ექსპორტიორის განაცხადს შემოსავლების სამსახური განიხილავს ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ხორციელდება შესაბამისი ცვლილება უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში.
12. უფლებამოსილი ექსპორტიორი ვალდებულია:
ა) წარმოშობის დეკლარაცია შეადგინოს მხოლოდ პრეფერენციული წარმოშობის საქონელზე;
ბ) შემოსავლების სამსახურის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას ექსპორტიორის განაცხადში ან/და მის მიერ შედგენილ წარმოშობის დეკლარაციაში მითითებულ საქონელთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია/ინფორმაცია;
გ) უზრუნველყოს მის მიერ შედგენილი წარმოშობის დეკლარაციების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით შენახვა;
დ) საქონელთან დაკავშირებული, ექსპორტიორის განაცხადში ან/და თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შემოსავლების სამსახურს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
13. უფლებამოსილი ექსპორტიორის კონტროლი/შემოწმება ხორციელდება:
ა) უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭებიდან ყოველი 12 თვის შემდეგ – ამ წესით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობის შესწავლის მიზნით;
ბ) ნებისმიერ დროს მიღებული/დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე;
გ) იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე.
14. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით („ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა) განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობა;
ბ) იმპორტის გადასახდელების ოდენობის 1000 ლარზე მეტით შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასაჩივრებული არ ყოფილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) 4000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ე) საბაჟო ღირებულების 4000 ლარზე მეტით გაზრდის ან შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 21-ე ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ვ) ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა;
ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საფუძველზე პირის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
თ) ექსპორტისას კონტრაფაქციული საქონლის პარტიის გამოვლენა;
ი) უფლებამოსილი ექსპორტიორის წერილობითი განცხადება მისთვის მინიჭებული უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების თაობაზე.
15. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილ ექსპორტიორს საგადასახადო ორგანოს წერილობითი შეტყობინებით ეძლევა 45 კალენდარული დღის ვადა საგადასახადო დავალიანების დასაფარად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ამ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება), მიიღება გადაწყვეტილება უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების შესახებ.
16. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ – ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსი არ უქმდება, თუ არსებობს საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს (გარდა სასამართლოს) გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის შესაბამისი სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.
17. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემით.
18. უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში, სტატუსგაუქმებული ექსპორტიორის განაცხადი უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად არ განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება და არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის აღნიშნული პასუხისმგებლობისაგან/საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე ან საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე.
საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი
|
1. ექსპორტიორი (დასახელება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, ქვეყანა)
|
2. ნომერი
საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი -------------------------------------
|
||
|
3. იმპორტიორი (სამართლებრივი ფორმა, დასახელება, იურიდიული მისამართი, ქვეყანა)
|
|||
|
4. მონაცემები სატრანსპორტო საშუალების, მარშრუტის და ა.შ. შესახებ (აუცილებლობის შემთხვევაში)
|
|||
|
5. საქონლის ადგილების რაოდენობა და საქონლის დასახელება სეს ესნ-ის ოთხნიშნა კოდის მიხედვით
|
6. საქონლის ბრუტო-წონა |
7. ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისის) ნომერი და თარიღი |
|
|
8. დამატებითი ინფორმაცია
|
9. ამასთან, დადასტურებულია, რომ ზემოთ ხსენებული საქონლის წარმოშობის ქვეყანა არის:
10. სერტიფიკატის გამცემი ორგანო
11. გაცემის თარიღი და დრო
|
||
|
ბ.ა. |
12. უფლებამოსილი პირის ხელმოწერა |
||
საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი – ფორმა „A“
|
1. Goods consigned from (Exporter’s business name, address, country)
|
Reference No
GENERALIZED SYSTEM OF PREFERENCES CERTIFICATE OF ORIGIN (Combined declaration and certificate) Form A
Issued in …………………………………………………. (country) Sea Notes overleaf |
||||||
|
2. Goods consigned to (consignee’s name, address, country)
|
|
||||||
|
3. Means of transport and route (as far as known)
|
4. For official use |
||||||
|
5. Item number
|
6. Marks and numbers of packages |
7. Number and kind of packages: description of goods |
8. Origin criterion (see Notes overleaf) |
9. Gross weight or other quantity |
10. Number and date of invoices |
||
|
11. Certification It is hereby certified, on the basis of control carried out, that the declaration by the exporter is correct
…………………………………………................ Place and date, signatures and stamp of certifying authority |
12. Declaration by the exporter The undersigned hereby declares that the above details and statements are correct; that all the goods were produced in ………………………………………………… (country)
and that they comply with the origin requirements specified for those goods in the Generalised System of Preferences for goods exported to …………………………………………………. (importing country)
…………………………………………………. Place and date, signature of authorised signatory |
||||||
დეკლარაცია
საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ
1. განმცხადებელი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
2. საქონლის დასახელება, რაოდენობა - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
3. წარმოშობის კრიტერიუმი:
ა) ქვეყანაში მთლიანად წარმოებული საქონელი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
ბ) უცხოეთში წარმოებული პროდუქცია ან წარმოებაში გამოყენებული იმპორტირებული კომპონენტები (სასაქონლო კოდის მითითებით) და მათი წილი საბოლოო პროდუქტის თვითღირებულებაში - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - (შესაძლებელია დოკუმენტური დადასტურება)
4. პროდუქციის მესაკუთრე - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
5. სატრანსპორტო საშუალებები და მსვლელობის მარშრუტი (რამდენადაც ეს ცნობილია) - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
დეკლარირებული მონაცემების სინამდვილეზე პასუხს ვაგებ:
ხელმძღვანელის ხელმოწერა,
ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)
საქართველოში წარმოშობილი, რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლისათვის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემის წესი
მუხლი 1. წინამდებარე წესი გამოიყენება საქართველოში წარმოშობილი და მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლისათვის წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის გაცემისათვის, რისთვისაც დადგენილია შემდეგი მოთხოვნები:
1. წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 (შემდგომში სერტიფიკატი) იბეჭდება რუსულ ენაზე, ტიპოგრაფიული მეთოდით დამზადებული А4 -ის ფორმატის სპეციალურ დაცულ ბლანკზე (210X297მმ), რომლის სიმკვრივე არ უნდა იყოს 25 გ/მ2 ნაკლები. დაუშვებელია სერტიფიკატში ხელმომწერი პირების ფაქსიმილეს გამოყენება, დადგენილი წესით დადასტურების გარეშე ამოშლილი ადგილის, ჩასწორების ან/და დამატების არსებობა. სერტიფიკატში შესწორებების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება არასწორი ინფორმაციის გადახაზვით და მასზე სწორი ინფორმაციის გადაბეჭდვით ან ხელით შეყვანით, რაც დასტურდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და სერტიფიკატის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს ბეჭდით.
2. გრაფა 1 <*> - „გამგზავნი/ექსპორტიორი (დასახელება და საფოსტო მისამართი)“. მიეთითება საქონლის გამგზავნის/ექსპორტიორის დასახელება და საფოსტო მისამართი.
3. გრაფა 2 <*> - „მიმღები/იმპორტიორი(დასახელება და საფოსტო მისამართი)“. მიეთითება საქონლის მიმღების/იმპორტიორის დასახელება და საფოსტო მისამართი.
--------------------------
* შენიშვნა:
სერტიფიკატის გრაფა 1-ში და გრაფა 2-ში მიეთითება საქონლის გამგზავნის/ექსპორტიორის და საქონლის მიმღების/იმპორტიორის იგივე დასახელება და საფოსტო მისამართი, რომელიც მითითებულია საქონლის გაგზავნასთან დაკავშირებულ (საგარეო ვაჭრობის შეთანხმება/გარიგება; ანგარიშ-ფაქტურა, საბაჟო დეკლარაცია და სხვა.) დოკუმენტებში.
როდესაც საქონლის გამგზავნი და ექსპორტიორი / მიმღები და იმპორტიორი სხვადასხვა იურიდიული პირები არიან, მითითებული უნდა იყოს, რომ საქონლის გამგზავნი (დასახელება და მისამართი) მოქმედებს ექსპორტიორის (დასახელება და მისამართი) „დავალებით“.
4. გრაფა 3 – „სატრანსპორტო საშუალებები და მარშრუტი (რამდენადაც ცნობილია)“. მიეთითება სატრანსპორტო საშუალება და მარშრუტი, რამდენადაც ეს ცნობილია.
5. გრაფა 4 - მიეთითება სერტიფიკატის სარეგისტრაციო ნომერი, გამცემი ქვეყანა და სახელმწიფო, რომლისთვისაც არის განკუთვნილი ეს სერტიფიკატი. დასაშვებია სარეგისტრაციო ნორმის ხელით შეყვანა ან შტამპით დადება.
6. გრაფა 5 – „სამსახურებრივი შენიშვნები“. იბეჭდება ან იწერება ხელით ან დაედება შტამპი, საქონლის გატანის, ტრანზიტის ან/და მიმღები ქვეყნის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების სამსახურებრივი შენიშვნები. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში კეთდება შემდეგი ჩანაწერები: „დუბლიკატი“, „გაცემულია სერტიფიკატის ნაცვლად“, „გაცემულია შემდგომში“. სერტიფიკატში შესწორებების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება არასწორი ინფორმაციის გადახაზვით და მასზე სწორი ინფორმაციის გადაბეჭდვით ან ხელით შეყვანით, რაც დასტურდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და სერტიფიკატის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს ბეჭდით.
7. გრაფა 6 - „ნომერი“.მიეთითება საქონლის რიგითი ნომერი.
8. გრაფა 7 - „ადგილების რაოდენობა და შეფუთვის სახეობა“. მიეთითება ადგილების რაოდენობა და შეფუთვის სახეობა.
9. გრაფა 8 - „საქონლის აღწერილობა“. მიეთითება საქონლის კომერციული დასახელება და სხვა მონაცემები, რომელიც საბაჟო გაფორმების მიზნებისათვის საქონლის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა, ასევე მიეთითება წარმოშობის შემდეგი კრიტერიუმები:
„П“ - როდესაც საქონელი სრულად არის წარმოებული საქართველოს ტერიტორიაზე;
„Д1905“ - როდესაც საქონელმა განიცადა საკმარისი დამუშავება/გადამუშავება, საბოლოო პროდუქციის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდის პირველი 4 ციფრის მითითებით, მაგ. – 1905;
„А“ - საქონელი, რომლის წარმოშობის ქვეყანა განსაზღვრულია ადვალური წილის წესის გამოყენებით, ექსპორტისთვის განკუთვნილ საქონელში გამოყენებული უცხოური მასალების ღირებულების პროცენტული წილის მითითებით, რომელიც გამოიანგარიშება მწარმოებელი ფრანკო-ქარხნის ფასის საფუძველზე, მაგ. „А15%“.
10. გრაფა 9 – „ ბრუტო/ნეტო წონა (კგ)“. მიეთითება საქონლის ბრუტო/ნეტო მასა (კგ) ან/და სხვა რაოდენობრივი მაჩვენებლები საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) შესაბამისად. მიწოდებული საქონლის ფაქტიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სერტიფიკატში მითითებული საქონლის რაოდენობას 5%-ზე მეტად.
11. გრაფა 10 – „ანგარიშ-ფაქტურის ნომერი და თარიღი“. მიეთითება ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისის), პროფორმა-ინვოისი, ან საქონლის ფინანსური ან/და რაოდენობრივი მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის მონაცემები.
12. გრაფა 11 – „დამოწმება“. ივსება უფლებამოსილი ორგანოს მიერ და მოიცავს მის დასახელებას, მისამართს, ბეჭედს და სერტიფიკატის გაცემის თარიღს, ასევე, სერტიფიკატის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერას, გვარს და ინიციალებს. უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი მკაფიოდ უნდა იყოს გამოკვეთილი, რომელიც, აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს მისი ნამდვილობის დადასტურებას. დასაშვებია თარიღის, უფლებამოსილი პირის გვარისა და ინიციალების ხელით შეყვანა ან შტამპით დადება.
13. გრაფა 12 – „განმცხადებლის დეკლარაცია“. მიეთითება ქვეყანა, სადაც საქონელი სრულად იქნა წარმოებული ან განიცადა საკმარისი დამუშავება/გადამუშავება, საქონლის წარმოშობის ქვეყნის მონაცემების დეკლარირების თარიღი, ასევე დაიდება განმცხადებლის ბეჭედი, განმცხადებლის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, გვარი და ინიციალები. დასაშვებია თარიღის, უფლებამოსილი პირის გვარისა და ინიციალების ხელით შეყვანა ან შტამპით დადება.
მუხლი 2. საქონლის წარმოშობის ქვეყანად მიიჩნევა ის ქვეყანა სადაც საქონელი სრულად იქნა წარმოებული ან განიცადა საკმარისი დამუშავება/გადამუშავება.
მუხლი 3. საკმარისი დამუშავების/გადამუშავების კრიტერიუმი შესრულდება შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:
1. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) პირველი 4 ციფრის დონეზე ცვლილება, რომელიც დამუშავების/გადამუშავების საფუძველზე წარმოიშვა;
2. საქონლის დამუშავების/გადამუშავების შედეგად, გამოყენებული უცხოური წარმოშობის მასალების ღირებულება არ აღემატება საბოლოო პროდუქციის ღირებულების 50%-ს (ადვალური წილის წესი).
მუხლი 4. ადვალური წესის გამოყენების შემთხვევაში, ღირებულებითი მაჩვენებლები გამოიანგარიშება:
ა) უცხოური წარმოშობის მასალებისთვის – იმ ქვეყანაში შემოტანისას საბაჟო ღირებულების შესაბამისად, სადაც ხორციელდება საბოლოო პროდუქციის წარმოება, ან იმ ქვეყნის ტერიტორიაზე დოკუმენტალურად დადასტურებული პირველადი გაყიდვის ფასის საფუძველზე, სადაც ხორციელდება საბოლოო პროდუქციის წარმოება.
ბ) საბოლოო პროდუქტისთვის – ფრანკო-ქარხნის ფასის შესაბამისად.
მუხლი 5. ქართული წარმოშობის საქონელი ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით რუსეთის ფედერაციის საბაჟო ტერიტორიაზე, თუ ის აკმაყოფილებს წარმოშობის კრიტერიუმებს, და, ასევე, თუ საქონელი:
ა) შეთანხმების მონაწილე ერთი სახელმწიფოს რეზიდენტსა და შეთანხმების მონაწილე მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს შორის გაფორმებული შეთანხმების/კონტრაქტის საფუძველზე გადის შეთანხმების მონაწილე ერთი სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიიდან და შედის შეთანხმების მონაწილე მეორე სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიაზე;
ბ) შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს გააქვს (შემოაქვს) - შეთანხმების მონაწილე ერთი სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიიდან შეთანხმების მონაწილე მეორე სახელმწიფოს საბაჟო ტერიტორიაზე;
გ) არ ტოვებს შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოების საბაჟო ტერიტორიებს.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 16.11.2016წ.
უფლებამოსილი ექპორტიორის სტატუსის მისაღებად წარსადგენი განაცხადი
|
1. ექსპორტიორი (სახელი გვარი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ფაქტობრივი/იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ელ-ფოსტა, ვებგვერდის მისამართი)
|
|
|||||
|
2. წარმოშობის დეკლარაციის შედგენაზე პასუხისმგებელი პირი/პირები (სახელი გვარი, პირადი ნომერი, სამსახურებრივი პოზიცია, მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი)
|
||||||
|
3. საქონელი, რომლის ექსპორტიც განხორციელდება |
||||||
|
საქონლის შესაბამისი დასახელება სეს ესნ-ის მიხედვით |
სეს ესნ კოდი (4-ნიშნა დონეზე) |
საქონლის აღწერა |
დანიშნულების ქვეყანა/ქვეყნები |
წარმოშობის კრიტერიუმი* |
საქონლის მწარმოებელი პირი |
|
|
დასახელება |
ს/ნ |
|||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
4. საქონლის მწარმოებლის/მწარმოებლების (წარმოების) ფაქტობრივი მისამართი |
||||||
|
5. გსურთ, წარმოშობის დეკლარაციის ხელმოწერის ვალდებულებისაგან გათავისუფლება? ** |
დიახ |
|||||
|
არა |
||||||
|
6. წინამდებარე განაცხადზე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი:
|
||||||
|
7. ვაცხადებ, რომ: ● ვარ უფლებამოსილი, ხელი მოვაწერო წინამდებარე განაცხადს და ვადასტურებ, რომ აქ მოცემული ინფორმაცია ზუსტი და სრულყოფილია და მასში არ არის წინასწარგანზრახვით გამოტოვებული მონაცემები, რასაც გავლენა ექნებოდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე. ● სსიპ – შემოსავლების სამსახურს მივაწვდი ინფორმაციას მე-3 გრაფაში მითითებულ საქონელთან დაკავშირებული მონაცემების (მათ შორის, თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემების/ინფორმაციის) ცვლილების შესახებ. ● ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას წინამდებარე განაცხადში მითითებულ საქონელზე შედგენილი წარმოშობის დეკლარაციების სისწორეზე და კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. წარმოშობის დეკლარაციის შედგენაზე პასუხისმგებელი პირი/პირების ხელმოწერა ექსპორტიორის/წარმომადგენლის ხელმოწერა ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში) |
||||||
|
* მიეთითება „ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმებით ან „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული წარმოშობის სტატუსის მისაღებად წარმოშობის არმქონე მასალებზე განსახორციელებელი საჭირო სამუშაოები და გადამამუშავებელი პროცესები. ** წარმოშობის დეკლარაციის ხელმოწერის ვალდებულებისაგან გათავისუფლების შემთხვევაში კისრულობთ სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერ იმ წარმოშობის დეკლარაციაზე, რომელზეც მითითებულია ავტორიზაციის ნომერი და განიხილება, როგორც ხელმოწერილი თქვენ მიერ. |