საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №14
2003 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
„ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის გეგმის (2000-2002 წლები) დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 25 თებერვლის №64 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის გეგმის განხორციელებისათვის აქტიური ღონისძიებები განხორციელდა 2000-2002 წლებში. პრობლემის სერიოზულობის გამო მუშაობის გაგრძელება აუცილებელია. ამ მიზნით „ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის გეგმის (2000-2002 წლები) დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 25 თებერვლის №64 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ყველა დათქმული ვადა განისაზღვროს 2003-2005 წლებით;
ბ) სიტყვები: „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო” შეიცვალოს სიტყვებით: „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო”.
ე. შევარდნაძე