,,საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" ქ. მოსკოვში 2002 წლის 5 ივლისს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-01-07
გამოქვეყნების თარიღი
2003-01-07
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.002.
,,საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებისა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" ქ. მოსკოვში 2002 წლის 5 ივლისს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №2

2003 წლის 7 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომელობის შესახებ“ ქ. მოსკოვში 2002 წლის 5 ივლისს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. მოსკოვში 2002 წლის 5 ივლისს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ;

ბ) შეატყობინოს რუსეთის ფედერაციის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია