„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2023
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-05-28
გამოქვეყნების თარიღი
1999-06-09
სარეგისტრაციო კოდი
430.000.000.05.001.000.555
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „განათლების შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-18 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტის „კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) უფლებამოსილია ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად სარჩელით მიმართოს შესაბამის სასამართლოს საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი საქმიანობის ლიცენზიის გასაუქმებლად;”.

2. მე-20 მუხლის „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) უფლებამოსილია ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე აღმზრდელობით და ამ მუხლის “ე” და “ვ” ქვეპუნქტებში დასახელებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ლიცენზიის გასაუქმებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად სარჩელით მიმართოს შესაბამის სასამართლოს;”.

3. 26-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. 57-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ლიცენზირებისა და”.

5. 58-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

II. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 28 მაისი.

№2023–IIს

კრებსითი — სრული ვერსია