„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
51
მიმღები ორგანო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-22
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-11
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.104.016040
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №51

2010 წლის 22 დეკემბერი

ქ. წალენჯიხა

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №32 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში :

1. ამოღებულ იქნეს პირველი მუხლის მე-2 პუნქტი;

2. მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი და მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას;“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს, კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე               კ. ციმინტია

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია