„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
48
მიმღები ორგანო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-22
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-11
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.104.016037
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48

2010 წლის 22 დეკემბერი

ქ. წალენჯიხა

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №28 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:

1. ამოღებულ იქნეს პირველი მუხლის მე-3 პუნქტი;

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება

სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;

ბ) სპორტული და ახალგაზრდული დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადებას;

გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული სპორტული და ახალგაზრდული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

დ) სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადებასა და მისი განხორციელების კოორდინაციას;

ე) ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის შესაბამის სამუშაოთა მომზადების ორგანიზებასა და კოორდინაციას;

ვ) საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად სასპორტო განათლების კოორდინაციას;

ზ) საბავშვო და ახალგაზრდული, სპორტული და სხვა ღონისძიებების მოწყობის მხარდაჭერას;

თ) პროფესიული სპორტის დარგების განვითარების ხელშეწყობას, კანონის შესაბამისად სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, მათი საქმიანობის კოორდინაცია-ხელშეწყობას;

ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სპორტულ ასოციაციებთან, კავშირებთან, სპორტულ საზოგადოებებთან, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;

კ) ახალგაზრდა სპორტსმენთა მხარდაჭერას, შესაბამისი გარემოს შექმნას და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას;

ლ) შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას და თანამშრომლობის განმტკიცებას.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს, კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           კ. ციმინტია

 

კრებსითი — სრული ვერსია