საქართველოს მთავრობის
დადგენილება №411
2010 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დამტკიცდეს:
ა) საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა ნუსხა (დანართი №1);
ბ) სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა (დანართი №2).
დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №123 - ვებგვერდი, 18.03.2011წ.
2. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №333 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.
3. ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის დადგენილება №360 - ვებგვერდი, 06.09.2012წ.
საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა ნუსხა
საწარმოებს დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა-დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული აფასების ვალდებულება არ წარმოეშობათ, თუ ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ გადაფასების მეთოდის გამოყენებით და გააჩნიათ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება:
ა) ფრაისვოთერჰაუსკუპერს (Pricewaterhouse Coopers);
ბ) დელოიტი (Deloitte);
გ) ქეი-ფი-ემ-ჯი (KPMG);
დ) ერნსტ ენდ იანგი (Ernst & Young);
ე) გრანთ თორნთონ (Grant Thornton);
ვ) ბიდიო (BDO);
ზ) ბეიკერ ტილი (Baker Tilly);
თ) სმით ენდ ვილიამსონი (Smith & Wiliamson);
ი) შპს „კაპტო ჯგუფი“ (RSM‑ის წევრი);
კ) პი-ქეი-ეფ (PKF).
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №333 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის დადგენილება №123 - ვებგვერდი, 18.03.2011წ.
სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა
დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა-დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული აფასების ვალდებულება არ წარმოეშობათ შემდეგ სახელმწიფო საწარმოებს:
ა) შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“;
ბ) შპს „ენგურჰესს“;
გ) სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა „საქრუსენერგოს“;
დ) შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“;
ე) შპს „საქართველოს რკინიგზას“;
ვ) შპს „რეილვეი ფროფერტი მენეჯმენტს“;
ზ) შპს „რკინიგზის ტელეკომს“;
თ) შპს „ჯორჯიან რეილვეი ტრანსკონტეინერს“;
ი) შპს „ჯორჯიან რეილვეი ქონსტრაქშენს“;
კ) შპს „ვარდნილჰესების კასკადს“;
ლ) შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზას“;
მ) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“.