„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
1989
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-05-28
გამოქვეყნების თარიღი
1999-06-09
სარეგისტრაციო კოდი
010.250.000.04.001.000.543
„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997)  მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საკრებულოს თავმჯდომარის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების, დაპატიმრების, ჩხრეკის შესახებ სასამართლო ხელისუფლების დაწესებულების სათანადო შეტყობინებაზე საკრებულოს მიერ თანხმობის მიცემის საკითხის განხილვისას საკრებულოს სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს მდივანი.“; ხოლო მე-6 და მე-7 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-7 და მე-8 პუნქტებად.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 28 მაისი.

№1989-IIს

კრებსითი — სრული ვერსია