"საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრალურ საკითხთა ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" საჩხერის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 29 ოქტომბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
38
მიმღები ორგანო
საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-13
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.130.016015
"საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრალურ საკითხთა ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" საჩხერის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 29 ოქტომბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2010 წლის 29 დეკემბერი

ქ. საჩხერე

„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრალურ საკითხთა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 29 ოქტომბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრალურ საკითხთა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 29 ოქტომბრის №29 დადგენილებაში (სსმ V, 05.11.2010.წ., №47, მუხლი 1393) შეტანილ იქნეს ცვლილებები:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად “.

2. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში სიტყვები „დებულების (რეგლამენტის)“, შეიცვალოს სიტყვებით „საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის).

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარი მაინც, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებულ იქნეს: „თავი I. ზოგადი დებულებები“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                           ზ. იაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია