საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენი ტრანსპორტით გადაადგილებული ნედლი ნავთობის საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
451
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-10-29
გამოქვეყნების თარიღი
2002-11-04
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.05.002.002.
საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენი ტრანსპორტით გადაადგილებული ნედლი ნავთობის საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №451

2002 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენი ტრანსპორტით გადაადგილებული ნედლი ნავთობის საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ

საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენი ტრანსპორტით გადაადგილებული ნედლი ნავთობის საქართველოს საბაჟო კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების დარეგულირების მიზნით:

საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენი ტრანსპორტით გადაადგილებული ნედლი ნავთობის საბაჟო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად, საბაჟო კონტროლის ზონად განისაზღვროს სპეციალურად გამოყოფილი ადგილები, რომლებიც დგინდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ კომპანია „bp“-სთან შეთანხმებით.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია