საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №440
2002 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მ. გოგიაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა მინისტრს მირიან გოგიაშვილს, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას „საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უზბეკეთის რესპუბლიკისადმი საქართველოს სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ“.
ე. შევარდნაძე