ქალაქ თბილისის მთავრობ ის
დადგენილება № 35.03.1598
2010 წლი ს 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობისა და მასში გამარჯვებულის გამოვლენის კომისიის შემადგენლობისა და კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 2 დეკემბრის № 32.02.1497 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობისა და მასში გამარჯვებულის გამოვლენის კომისიის შემადგენლობისა და კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე ” ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 2 დეკემბრის № 32.02.1497 დადგენილებაში (სსმ V, 2010 წ., № 62, მუხ. 1881) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განისაზღვროს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობისა და მასში გამარჯვებულის გამოვლენის კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) დავით ალავიძე – ქ. თბილისის მერის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) აკაკი ჯოხაძე – ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ზურაბ აბაშიძე – ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – კომისიის წევრი;
დ) ირაკლი აბესაძე – ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, იურიდიული სამსახურის უფროსი – კომისიის წევრი;
ე) ლავრენტი ალანია – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე – კომისიის წევრი;
ვ) ზვიად არჩუაძე – ქ. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი – კომისიის წევრი;
ზ) ლია გუგუშვილი – ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – კომისიის წევრი;
თ) იოსებ ეგუტია – ქ. თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე – კომისიის წევრი;
ი) კონსტანტინე იონათამიშვილი – ქ. თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე – კომისიის წევრი;
კ) პეტრე მეტრეველი – ქ. თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – კომისიის წევრი;
ლ) ბექა ნინიკური – საინიციატივო ჯგუფის „თბილისის ტრამვაი“ და ქ. თბილისის საკრებულოსა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით შექმნილი ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი საბჭოს წევრი – კომისიის წევრი;
მ) ჯაბა სამუშია – ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – კომისიის წევრი;
ნ) ხვიჩა სანაია – ქ. თბილისის საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე – კომისიის წევრი;
ო) თამაზ შოშიაშვილი – ქ. თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე – კომისიის წევრი.
პ) გიორგი ჩაჩანიძე – ქ. თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – კომისიის წევრი. “.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ . უგულავა