საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №416
2002 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ
„საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. შეუწყდეთ რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობა სააქციო საზოგადოება „საქგვირაბმშენს“ (თბილისი) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მეგაკომს“ (თბილისი).
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა (ი. ზაუტაშვილი) რესტრუქტურიზებული დავალიანების გადაუხდელ ნაწილზე რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან ამ საწარმოთა მიმართ გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები.
ე. შევარდნაძე