ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №68
2010 წელი 29 დეკემბერი
ქ. ხონი
„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის „სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის „სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების (დანართი №1) (სსმ V, 2010 წ., მუხ. 1387) დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №21 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების (დანართი №1) მე-4 მუხლი ამოღებული იქნეს.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე