საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1077
2010 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., №39, მუხ. 330) პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნუსხით განსაზღვრული დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე სხვა დასაცავი ობიექტების დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი