საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №371
2002 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის რეგიონში საავტომობილო ტვირთზიდვის გაუმჯობესების შესახებ“ ქ. კიევში 2002 წლის 6 მარტს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ქ. კიევში 2002 წლის 6 მარტს ხელმოწერილი მემორანდუმის ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის რეგიონში საავტომობილო ტვირთზიდვის გაუმჯობესების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ;
ბ) შეატყობინოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
ე. შევარდნაძე