საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის შესახებ" ქ. თბილისში 2002 წლის 27 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
336
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-07-17
გამოქვეყნების თარიღი
2002-07-23
სარეგისტრაციო კოდი
480.000.000.05.002.002.
საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის შესახებ" ქ. თბილისში 2002 წლის 27 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №336

2002 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის შესახებ“ ქ. თბილისში 2002 წლის 27 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

 1. ქ. თბილისში 2002 წლის 27 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოქალაქეთა ურთიერთმგზავრობის შესახებ“ შეთანხმება.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობას და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.

ე. შევარდნაძე  

 

კრებსითი — სრული ვერსია