საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4055-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-12-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-29
სარეგისტრაციო კოდი
040000000.05.001.016153
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1124-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მეუღლეებს შორის არ არსებობს დავა, განქორწინება ხდება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში, განმცხადებლების სურვილისამებრ.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განქორწინება ხდება მეუღლეთა მიერ განქორწინების შესახებ განცხადების შეტანის დღიდან 15 კალენდარული დღის გასვლისთანავე, გარდა ამ კოდექსის 1110-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. 1244-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური, განმცხადებლის სურვილისამებრ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 3 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4055-რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია