საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4142-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-29
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.016146
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1 . საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) 2014 წლის 1 იანვრამდე პირველადი წყალმოსარგებლეებისათვის – კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 4 თებერვლიდან .

საქართველოს პრეზიდენტი                  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 17 დეკემბერი.

№4142-რს

კრებსითი — სრული ვერსია